სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 327 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 327 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 327 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 184 პაციენტი, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

29 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 49 901 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 43 849 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 254 პაციენტი, მათგან 296 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.