სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 398 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 398 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 398 ადამიანს დაუდასტურდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 059 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 28 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები სახელდება.

30 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 87 432 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 54 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 300 ადამიანი, კიდევ 358 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.