სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 314 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 314 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 314 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი, 27 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 23 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

25 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 77 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 50 908 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 180 ადამიანი, კიდევ 337 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.