სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 058 ადამიანს დაუდასტურდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 058 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 058 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 395 პაციენტი, ათი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის შვიდის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი „სხვა დაავადებები“ სახელდება.

14 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 58 624 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 46 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 1 039 ადამიანი, კიდევ 311 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.