სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

17:23, 03.01.2025

სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

 

მსგავსი