სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოცამდე სამხედრო დაშავდა

10:48, 12.04.2019

სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. შემთხვევა მეგრი-ცირანი ძორის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, დედაქალაქიდან 370 კილომეტრის დაშორებით.

„ზილის” მარკის ავტომობილი, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ, სავალი გზიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც ამობრუნდა.

დაშავებულები მეგრეს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი