სომხეთში აშშ-ის საელჩო თავის თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს მოუწოდებს, ერევნის პროვინციის ფარგლებს არ გასცდნენ
სომხეთში აშშ-ის საელჩო თავის თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს მოუწოდებს, ერევნის პროვინციის ფარგლებს არ გასცდნენ

სომხეთში აშშ-ის საელჩო თავის თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს მოუწოდებს, რომ ერევნის პროვინციის ფარგლებს არ გასცდნენ. შესაბამისი ინსტრუქცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„სამხედრო კონფრონტაცია გრძელდება მთიანი ყარაბაღი რეგიონში. აშშ-ის საელჩო ამჟამად უსაფრთხო ადგილას მყოფი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ  ქვეყანაში მოგზაურობისგან. აშშ-ის საელჩომ მიაწოდა ინსტრუქცია თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომ არ გაემგზავრონ ერევნის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ამას გარდა, აშშ-ის საელჩო მანამდე გაცემული გაფრთხილებების შესაბამისად, მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ, ერევნის სამხრეთ ნაწილში, სევანის ტბის აღმოსავლეთით, ასევე „ემ-4“-ისა და „ემ-16“-ის მაგისტრალების აღმოსავლეთით, დილიჯანის ეროვნული პარკის ჩრდილოეთით და საქართველოს საზღვართან ტავუშის პროვინციაში გამგზავრებისგან. დიპლომატიური მისია ასევე მიმართავს აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ მთიანი ყარაბაღის რეგიონში.