სომხეთში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანის სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, აზერბაიჯანში ბრალდებებს უარყოფენ
სომხეთში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანის სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, აზერბაიჯანში ბრალდებებს უარყოფენ

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანის სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს სომხეთის არმიის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

სომხური მედია წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციაზე მოწინააღმდეგის მიერ გასროლის შედეგად სომხეთის არმიის სერჟანტი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ სომეხი ჯარისკაცი სავარაუდოდ აზერბაიჯანული ქვედანაყოფების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სომხური მხარის ინფორმაციას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.