სომხეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

11:26, 22.09.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 273 შემთხვევა გამოვლინდა, 295 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 4 138 ტესტი ჩატარდა. 22 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 254 709 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 237 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 181 ადამიანი გარდაიცვალა. 1 193-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.

მსგავსი