სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორის ხორცისა და ფრინველის იმპორტი აკრძალა
სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორის ხორცისა და ფრინველის იმპორტი აკრძალა

სომხეთმა რუსეთის ზოგიერთი რეგიონიდან ღორის ხორცისა და ფრინველის იმპორტი დროებით აკრძალა. როგორც სომხეთის სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სომხეთში აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილებაა.

იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა 28 აგვისტოდან ამოქმედდა. აკრძალვა ვრცელდება ცოცხალ ღორზე, ღორის ხორცზე, ტყავზე, ღორის საკვებზე და საკვებ დანამატებზე, ცოცხალი ფრინველის ყველა სახეობაზე, ფრინველის პროდუქტებზე, ნედლეულზე, ბუმბულზე, კვერცხსა და საკვებზე.