სომხეთმა „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
სომხეთმა „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

სომხეთმა „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 24 ათასი დოზა მიიღო. ვაქცინის პირველი პარტია სამედიცინო პერსონალისთვის, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 190 741 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 476 ადამიანი.