სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

14:18, 31.05.2021

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ვაგარშაკ არუთინიანსა და მის რუს კოლეგა სერგეი შოიგუს შორის დღეს, 31 მაისს სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

არუთინიანმა და შოიგუმ ასევე ისაუბრეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმების ძირითად მიმართულებებზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოების მიერ შესრულებულ მისიაზე, აგრეთვე რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებსა და ამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ მოქმედებებზე.

მსგავსი