სომხეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

17:25, 09.07.2025

სომხეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სურენ პაპიკიანსა და აზიზ ნასირზადეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.

გავრცელებული ცნობით, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.

მსგავსი