სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პროვოკაციას სამი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრა უნდა შეწყდეს და საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო და ზავის დარღვევაში ოფიციალური ერევანი დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის სამხედროებმა კელბაჯარის რაიონის მიმართულებაზე განთავსებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ერთი სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო.