სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს დაახლოებით 03:00 საათზე, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის სოფელ ზეილიკში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

გარდა ამისა, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით 10-12 „F-1”ტიპის ხელყუმბარაც ისროლეს.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს და ამჟამად ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს.

აზერბაიჯანული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყება სომხეთის საგარეო უწყებაც. სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეგარქუნიკის მონაკვეთზე. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი.

დატოვე კომენტარი