სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე შინაპატიმრობა შეეფარდა

18:23, 26.08.2026

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდა. სარგსიანის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამის შესახებ სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში განაცხადეს.

როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გუშინ კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს. მათგან რამდენიმე პირს, მათ შორის სერჟ სარგსიანის საქმეში ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდათ.

ასევე, გუშინ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. დაკავებამდე ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცველებს დაავალა, ზომები მიეღოთ ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანისთვის ქონების ჩამორთმევის მიზნით.

მსგავსი