სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქოჩარიანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებასა და კონსტიტუციური წყობის დამხობაში დასდეს ბრალი. საქმე 2008 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრეს.

ერევნის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს მოთხოვნით, რომ სომხეთის ყოფილ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდონ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის მარტში სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, რასაც არეულობა მოჰყვა. 1-ელ მარტს პოლიცია ერევნის მოედანზე მყოფ დემონსტრანტებს დაესხა თავს. მოგვიანებით ერევანში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება დაიწყო, რასაც 10 მომიტინგე ემსხვერპლა.