სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი – კორონავირუსის გამო საქართველოსთან საზღვრის დახურვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

12:13, 28.02.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დახურვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა გააკეთა.

არმენ გრიგორიანის თქმით, შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობენ და კონტაქტზე არიან.

მისივე განცხადებით, განიხილება მოვლენების განვითარების და საპასუხო ზომების ყველა შესაძლო ვარიანტი, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების მიხედვით მიიღება.

ამასთან, როგორც არმენ გრიგორიანმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ ირანიდან სომხეთში კორონავირუსი არ გავრცელდეს.

გრიგორიანის თქმით, მიღებულია შესაბამისი პროფილაქტიკური ზომებიც.

მსგავსი