სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოებისთვის აზერბაიჯანის პასუხს ელოდებიან
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოებისთვის აზერბაიჯანის პასუხს ელოდებიან

სომხეთი ელოდება აზერბაიჯანის რეაქციას საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

„სომხეთი მზადაა დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოებისთვის. ჩვენ ეს უკვე ღიად განვაცხადეთ. ამ ეტაპზე სამუშაოების არ მიმდინარეობს. ველით პასუხს აზერბაიჯანისგან“, – განაცხადა გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის გამოხმაურება იქნება დადებითი და დაიწყება დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოები საზღვარზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.