სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ

4 იანვარს სომხურმა მხარემ უპასუხა აზერბაიჯანის მხარის წინადადებებს „სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“, არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ, – ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს. დინამიკას ჩვენც დადებითად ვაფასებთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც ზეპირი მოლაპარაკებების დროს მივედით შეთანხმებაზე, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში რეგრესი დავინახეთ.

ჩვენ ველით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე მიიღებს საბოლოო სახეს. ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა და რასაც სომხეთი სთავაზობს აზერბაიჯანს, სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.