სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სტეპანაკერტი კვლავ იბომბება

13:48, 09.10.2020

სტეპანაკერტი კვლავ იბომბება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ოვანისიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ვითარება კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური იყო. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გრძელდებოდა შეიარაღებული დაპირისპირება, გაიხსნა საარტილერიო ცეცხლიც. მოწინააღმდეგემ სარაკეტო დარტყმები განახორციელა დასახლებულ პუნქტებზე.

არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის უწყება კიდევ 26 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მსგავსი