სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გასული ღამის განმავლობაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო
სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გასული ღამის განმავლობაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გასული ღამის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეიბსუქში“ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა დაწერა.

ამასთან, სტეპანიანი წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სოფელთან განთავსებული სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს კრიზისული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა, არწრუნ ჰოვანისიანმა ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდი იყო.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა.