სომხეთის თავდაცვის უწყება – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის მონაკვეთზე შედარებით მშვიდი ვითარებაა

00:10, 24.07.2021

სომხეთის თავდაცვაში სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის მონაკვეთზე შედარებით მშვიდი ვითარებაა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის მონაკვეთზე ვითარება შედარებით მშვიდია. ზოგჯერ, გარკვეული ინტენსივობით ისმის ცალკეული გასროლები“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი