სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას უარყოფენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას უარყოფენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას უარყოფენ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავით ტონოიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი არ გახსნილა.

პარალელურად, განცხადება გაავრცელა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, არაიკ ჰარუთუნიანმა, რომელიც ამბობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების თავიდან არიდების მიზნით, მისი ბრძანებით ცეცხლი შეწყდა.

„თუ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაბამის გაკვეთილს ვერ ისწავლის, ჩვენი თანაზომიერი პასუხი გაგრძელდება. მტკიცე, როგორც არასდროს. აზერბაიჯანს კვლავ შეუძლია შეაჩეროს თავისი აგრესია“, – ამბობს ჰარუთუნიანი.