სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, აზერბაიჯანი კი დაძაბულობაზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, აზერბაიჯანი კი დაძაბულობაზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს

დღეს, დილით სოტკის სექტორში აზერბაიჯანის მხრიდან დაბომბვის შედეგად ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის სექტორში სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ორი სამხედრო“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ვითარებას ამძიმებენ.

მათივე ინფორმაციით, სომხური მხარე აგროვებს დამატებით სამხედრო ტექნიკას და ადამიანურ ძალას ბასარკეჩარის რაიონის ზოდის დასახლების მიმართულებით განლაგებულ პოზიციებზე.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა არსებულ დაძაბულობაზე და მის შედეგებზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.