სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიური შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე გრძელდება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიური შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე გრძელდება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით დაწყებული ბრძოლები მთელ საკონტაქტო ხაზზე სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით აქტიური შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე გრძელდება.

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზის გარღვევას რამდენიმე მიმართულებით უშედეგოდ ცდილობს.

პარალელურად, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის არმიის დაბომბვებს 18 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა.