სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი - მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ფლანგზე აზერბაიჯანის არმია სამხედრო ავიაციას და არტილერიას იყენებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი - მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ფლანგზე აზერბაიჯანის არმია სამხედრო ავიაციას და არტილერიას იყენებს

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ფლანგზე აზერბაიჯანის არმია სამხედრო ავიაციას და არტილერიას იყენებს – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეფანიანმა, „ფეისბუქში“დაწერა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამხრეთის მიმართულებაზე ამ დროისთვის მძიმე და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

მთიანი ყარაბაღის სამხრეთში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე საუბრობენ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში. გავრცელებული ცნობით, მძიმე ბრძოლები იშხანაძორის რაიონში მიმდინარეობს.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული პრეზიდენტის წარმომადგენლების მტკიცებით, აზერბაიჯანის არმიამ ჩრდილოეთის მიმართულებაზე წინსვლა ვერ შეძლო და ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს.