სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი - ნეტავ, გუშინ არ გამღვიძებოდა
ნეტავ, გუშინ არ გამღვიძებოდა, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანესიანი.
მანამდე სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოვანესიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები წყდება და რეგიონში „რუსი სამშვიდობო მისია“ განლაგდება.