სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – ნეტავ, გუშინ არ გამღვიძებოდა

12:12, 10.11.2020

ნეტავ, გუშინ არ გამღვიძებოდა, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანესიანი.

​მანამდე სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოვანესიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები წყდება და რეგიონში „რუსი სამშვიდობო მისია“ განლაგდება.

მსგავსი