სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ინტენსიური შეტაკებები აღმოსავლეთით მიმდინარეობს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ინტენსიური შეტაკებები აღმოსავლეთით მიმდინარეობს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ინტენსიური შეტაკებები აღმოსავლეთით მიმდინარეობს. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ადგილას მტრის უკან დახევა შესაძლებელი ხდება.

სომხეთის მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

პარალელურად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე პარიზში, საფრანგეთის და სომხეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ფრანგ კოლეგას უთხრა, რომ აზერბაიჯანის არმია მთაინ ყარაბაღში დასახლებულ პუნქტებს გამიზნულად ბომბავს. სარქისიანმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე პრეზიდნეტებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს.