სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია სომხეთის სამხრეთ საზღვარს ბომბავს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია სომხეთის სამხრეთ საზღვარს ბომბავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია სომხეთის სამხრეთ საზღვარს ბომბავს.

სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების და სარაკეტო-საარტილერიო საშუალებების სამიზნე სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე პუნქტი გახდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სასაზღვრო ძალებმა მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს.

დატოვე კომენტარი