სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანთან საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანთან საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16 ნოემბერს აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო დაიღუპა.

თავდაცვის უწყების ცნობით, 19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია. ამასთან, სომხური მხარის ცნობით, რუსეთის შუამავლობით გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ტყვეების დასაბრუნებლად და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო. ამ ფონზე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროკავშირმა და ეუთო-მ. მოგვიანებით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.