სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება, აზერბაიჯანი კი, სომხური მხარის სარაკეტო კომპლექსების ნეიტრალიზების შესახებ იუწყება
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება, აზერბაიჯანი კი, სომხური მხარის სარაკეტო კომპლექსების ნეიტრალიზების შესახებ იუწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევა გრძელდება შეხების მთელი ხაზის გასწვრივ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება, რომ ნეიტრალიზებულია სომხური მხარის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის ქალაქების, მათ შორის განჯისა და მინგეჩაურის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. აზერბაიჯანის თვადაცვის უწყება ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხეთიც და აზერბაიჯანიც მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.