სომხეთის თავდაცვის სამინისტრო თურქული ავიაგამანადგურებლის მიერ „სუ-25“-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, რასაც აზერბაიჯანის და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო თურქული ავიაგამანადგურებლის მიერ „სუ-25“-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება, რასაც აზერბაიჯანის და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო სივრცეში „სუ-25“ ჩამოაგდო, რასაც აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ.

კერძოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფანიანი წერს, რომ დღეს დილით თურქულმა ავიაგამანადგურებელმა „ეფ-16“-მა, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში „სუ-25“ ჩამოაგდო.

როგორც სტეფანიანი წერს, დილით 10:30 საათზე განჯის აეროპორტიდან თურქული „ეფ-16“-ები აფრინდნენ, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ აზერბაიჯანის დალარის აეროპორტიდან აფრენილ „სუ-25“-ებს და სარაკეტო დანადგარებს, რომლებიც ვარდენისის რაიონის დასახლებულ პუნქტებს და სამხედრო შენაერთებს ბომბავდნენ.

მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაიღუპა სომხეთის „სუ-25“-ის პილოტი. სტეფანიანი წერს, რომ თურქული ავიაგამანადგურებელი, სომხეთის ავიასივრცეში 60 კმ სიღრმეზე იყო შეჭრილი.

ინფორმაციას უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სომხეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს არც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური „სუ-25“-ის თურქული ავიაგამადანდგურებლით ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია სომხური პროპაგანდის ნაწილია.

დატოვე კომენტარი