სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ დღეს 540 ჯარისკაცი დაკარგა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ოვანისიანმა თქვა, რომ ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანის 700-ზე მეტი ჯარისკაცი დაშავდა, განადგურდა 45 ერთეული ჯავშანტექნიკა, სამი ვერტმფრენი და ექვსი უპილოტო თვითმფრინავი.

ერევანში ამბობენ, რომ განსაკუთრებით აქტიური ბრძოლები მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმდინარეობს.

სომხური მხარე მოწინააღმდეგეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში სდებს ბრალს.

„ზოგადად, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ძირითადად, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით პოზიციაზე დგომას, მაგრამ ზოგგან ხორციელდება სხვა ხასიათის მოქმედებები“, – განაცხადა ოვანისიანმა.