სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა.