სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ბრიგადის განადგურების შესახებ იუწყება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ბრიგადის განადგურების შესახებ იუწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის სამი ბრიგადა გაანადგურეს.

„სამი ბრიგადა – ვინც ეს იცის, კარგად ხვდება, რას ნიშნავს ეს. დიდება სომხურ არმიას“, – დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე სცადა წინსვლა და კონსოლიდაცია, თუმცა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები სომხური არტილერიის ზუსტი ცეცხლის ქვეშ მოექცნენ და უკან დაიხიეს.

ერევანში ამბობენ, რომ მორიგი საარტილერიო შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის არმიის სამი ბრიგადის ნარჩენებმა ბრძოლის ველი პანიკურად დატოვეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის საწყობის განადგურების შესახებაც იუწყება.