სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის ჯავშანტექნიკის განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაციას
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის ჯავშანტექნიკის განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაციას

სომხეთის არმია აზერბაიჯანის არმიის ჯავშანტექნიკის განადგურებაზე ავრცელებს ინფორმაციას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის ოთხი ტანკი გაანადგურეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის შუამავლობაზე უარი განაცხადა, რომ ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცები გაიყვანონ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ღამის 00:00 საათზე ზავი გამოცხადდა, თუმცა მოკლე დროში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

დატოვე კომენტარი