სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა, მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა, მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა

20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა, მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.

„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხური დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბსოლუტური სიყალბეა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ოფიციალური ახალი ამბებით“,-აღნიშნულია განცხადებაში.