სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი თანამდებობაზე 2018 მაისს დაინიშნა.

„როიტერი“ წერს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებზე სომხეთის ათასობით მოქალაქე იკრიბება.