სომხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მილიტარისტული რიტორიკა აქვს
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მილიტარისტული რიტორიკა აქვს.
სომხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხური მხარე რეგიონში ესკალაციის ლეგიტიმურ საფუძველს ვერ ხედავს.
შეკითხვაზე, თუ რას უპირისპირებს სომხეთი აზერბაიჯანს, რომელიც ღიად ემზადება ომისთვის, პაპიკიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიზეზი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მილიტარისტული რიტორიკაა.
„სომხეთი სვამს ყველა კითხვას და აქვს პასუხები მეზობლების კითხვებზე. ვფიქრობ, ჩვენს პასუხებს შეუძლია ყველა წინააღმდეგობის გადაჭრა და რეგიონის მშვიდობამდე მიყვანა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ორმხრივ საფუძველზე აზერბაიჯანთან“, – განაცხადა სურენ პაპიკიანმა.
აზერბაიჯანის არმიის გადაადგილების შესახებ კითხვაზე სურენ პაპიკიანმა აღნიშნა, რომ ასეთი მონაცემები არ აქვს.