სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - ნიკოლ ფაშინიანის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - ნიკოლ ფაშინიანის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია

ჩვენი პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია, რომ 25 თებერვალს დილით მათ მიერ გავრცელებული განცხადება არ ყოფილა ვინმეს ზეწოლის შედეგად მომზადებული.

„ეს გენერლებისა და ოფიცრების პოზიციაა, რომელთა მიზანიც ერთია – ემსახურონ ამ კრიტიკულ მომენტში სამშობლოს გადარჩენის საქმეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მკაფიო პოზიციას“, – აღნიშნულია რიგით მეორე განცხადებაში.

გენერალური შტაბი პირველ განცხადებაში ნიკოლ ფაშინიანს პრემიერის პოსტიდან გადადგომას მოითხოვს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას სახელმწიფო საშიშ ზღვართან მიჰყავს. ამ განცხადების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გადაყენებას ხელი მოაწერა.