სომხეთის სამოციქულო ეკლესია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მიმართავს, მიიღონ ყველა აუცილებელი და კანონიერი ზომა ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაანონსებული შეკრების აღსაკვეთად
სომხეთის სამოციქულო ეკლესია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მიმართავს, მიიღონ ყველა აუცილებელი და კანონიერი ზომა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაანონსებული შეკრების აღსაკვეთად.
როგორც სომხეთის საპატრიარქოში აცხადებენ, 20 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეგმავს თავისი მომხრეების შეკრების ორგანიზებას ქალაქ ვაღარშაპატის ცენტრალურ მოედანზე, სადაც სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის რეზიდენცია მდებარეობს.
საპატრიარქო აღნიშნულ ღონისძიებას წმინდა ეჩმიაძინის ხელყოფის მორიგ მცდელობად აფასებს.
„წმინდა ეჩმიაძინი გმობს თავდასხმისა და ძალადობის პროვოცირების ამ მცდელობას და აფასებს მას, როგორც ღია ჩარევას სომხეთის ეკლესიის ცხოვრებაში და მის თვითმმართველობაში. მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ანტიეკლესიური და უკანონო კამპანია და ყურადღება კონცენტრაცია მოახდინოს ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე სერიოზული პრობლემების დაძლევაზე. ამავდროულად, მივმართავთ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, მიიღონ ყველა საჭირო და კანონიერი ზომა ამ უკანონო ღონისძიების აღსაკვეთად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას, შეინარჩუნონ სიფხიზლე და გონიერება და ასევე ლოცვითა და რწმენით გაერთიანდნენ, რათა დაუპირისპირდნენ არსებულ გამოწვევებს.