სომხეთის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა
სომხეთის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა

სომხეთის სახალხო დამცველი იუწყება, რომ ყარაბაღში სროლის შედეგად ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

არმან ტატოიანის თქმით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. მისივე ინფორმაციით, სროლა ისმოდა მარტუნის რაიონში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ და ადგილზე უკანონო სომხური სამხედრო შენაერთები ისროდნენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის არმია მომხდარ ინციდენტთან კავშირში არ არის.