სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - აზერბაიჯანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მოლაპარაკებების პროცესი 2016 წლის მდგომარეობასთან დააბრუნა
სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - აზერბაიჯანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მოლაპარაკებების პროცესი 2016 წლის მდგომარეობასთან დააბრუნა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანა ნაგდალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესი 2016 წლის მდგომარეობასთან დააბრუნა.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები – შემცირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევები, მიღწულ იქნა შეთანხმება მშვიდობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ორ ქვეყანას შორის მოხდა ჟურნალისტების გაცვლა. ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან გაჟღერებულმა სიძულვილის რიტორიკამ და მუქარამ, რომლის ფონზეც მოხდა ბოლოს სიტუაციის დაძაბვა, მშვიდობიანი პროცესი 2016 წლის ნიშნულთან დააბრუნა“, –  განაცხადა ნაგდალიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

დატოვე კომენტარი