სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვში მიღწეული შეთანხმება გამორიცხავს თურქეთის როლს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვში მიღწეული შეთანხმება გამორიცხავს თურქეთის როლს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ცეცხლის შეწყვეტაა.

„აგრესია ამ შემთხვევაში განსაკუთრებული იყო, რადგან აზერბაიჯანის ქმედებებს ღიად უჭერდა მხარს თურქეთი, ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად. ფაქტობრივად მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეები საკმაოდ სპეციფიკურ პირობებში იბრძოდნენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე მოლაპარაკების დროს მოხერხდა იმის დაფიქსირება, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა, შემდეგ კი აუცილებელია მშვიდობიან პროცესებზე საუბარი.

ამასთან, როგორც სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოსკოვში მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გამორიცხავს თურქეთის როლს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ ფორმატს მოსკოვის შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს ეუთო-ს მინსკის ჯგუფი.

„არც ერთ სხვა მხარეს, მათ შორის თურქეთს, არ შეუძლიათ ჰქონდეთ რაიმე როლი“, – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღანელმა.

დატოვე კომენტარი