სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტა იყოს სტაბილური
სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტა იყოს სტაბილური

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს კონფლიქტის ზონაში, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევას.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანნა ნაღდალიანმა​ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებული შეთანხმება ეფუძნება 10 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც დადგენილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება და აღინიშნა ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრების მიღების აუცილებლობა.

შეთანხმება უნდა იყოს სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული“, – წერს ანნა ნაღდალიანი.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში, დაშორიშორების ხაზზე სიმშვიდეა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.