სომხეთის საგარეო უწყება - ჩვენი ფიქრები და ლოცვები არის პრეზიდენტ რაისთან, მინისტრ ამირაბდოლაჰიანთან, სომხეთი მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა
სომხეთის საგარეო უწყება - ჩვენი ფიქრები და ლოცვები არის პრეზიდენტ რაისთან, მინისტრ ამირაბდოლაჰიანთან, სომხეთი მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა

გაოგნებული ვართ ირანში მომხდარი ამბებით. ჩვენი ფიქრები და ლოცვები არის პრეზიდენტ რაისთან, მინისტრ ამირაბდოლაჰიანთან და ყველა ადგილზე მყოფთან, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვიდრე სამაშველო ოპერაციები გრძელდება, სომხეთი, როგორც ირანის ახლო და მეგობრული მეზობელი, მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიცაა.