სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების მეექვსე წინადადება გადასცა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების მეექვსე წინადადება გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის 18 ნოემბრის განცხადების შემდეგ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა შეთანხმების მეექვსე წინადადება. სომხეთი რჩება მოწოდებული, მიაღწიოს და ხელი მოაწეროს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ დოკუმენტს აქამდე გამოცხადებული პრინციპების საფუძველზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
Following up 🇦🇲PM @NikolPashinyan’s public statement of November 18th to intensify diplomatic efforts to achieve signing of a peace treaty with Azerbaijan, the Armenian side submitted its 6th proposal of the Agreement to Azerbaijani side. #Armenia remains committed to conclude &…
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) November 21, 2023