სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს

11:48, 14.01.2025

დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაშინგტონში დოკუმენტს ხელს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

მსგავსი